კონფლიქტისპირა სოფლებში წყალმომარაგების სამუშაოები გრძელდება
კონფლიქტისპირა სოფლებში წყალმომარაგების სამუშაოები გრძელდება

გორის, კასპისა და ქარელის მუნიციპალიტეტების კონფლიქტისპირა სოფლების ჭაბურღილების მოწყობის სამუშაოები დასრულდა.

პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, დაგეგმილია, მეორე ეტაპის სამუშაოების განხორციელება, რომელზეც მუნიციპალური განვითარების ფონდს უკვე გამოცხადებული აქვს სამშენებლო ტენდერი

პროექტი ითვალისწინებდა გორის, კასპისა და ქარელის მუნიციპალიტეტების კონფლიქტისპირა 17 სოფლის ჭაბურღილის მილსადენების მოწყობას.

მეორე ეტაპის სამუშაოები 2019 წლის თებერვალში დაიწყება და 2020 წლის აგვისტოში დასრულდება.

სამუშაოების დასრულების შემდეგ 17კონფლიქტისპირა სოფელი 24- საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი .

პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს. მისი ღირებულება დაახლოებით 6 მილიონი ლარია.