კონფერენსლიგის სტარტზე მხოლოდ აზაროვის „შახტარმა“ მოიგო #1TVSPORT
კონფერენსლიგის სტარტზე მხოლოდ აზაროვის „შახტარმა“ მოიგო #1TVSPORT

კონფერენსლიგის ძირითადი ეტაპის პირველ ტურში ირაკლი აზაროვის დონეცკის „შახტარი“ შოტლანდიაში „აბერდინს“ ესტუმრა და 2:3 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების მცველი ამჯერადაც არ იყო ძირითად შემადგენლობაში.

ანზორ მექვაბიშვილის კრაიოვას „უნივერსიტატეა“ პოლონეთში „რაკოვს“ ესტუმრა და 53-ე წუთიდან 10 მოთამაშით დარჩენილმა 0:2 წააგო. „ჯვაროსნების“ საყრდენი ნახევარმცველი სტუმართა რიგებში 59-ე წუთზე შეცვლაზე გამოჩნდა.

გურამ კაშიას „სლოვანმა“ ბრატისლავაში ფრანგულ „სტრასბურგს“ ვერაფერი მოუხერხა 1:2. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა სლოვაკური გუნდი მოედანზე კაპიტნის სამკლავურით გაიყვანა და 83 წუთი ითამაშა.