კონფერენსლიგის მერვედფინალში ნიკა კვეკვესკირმა საუკეთესო შეფასება მიიღო [ვიდეო] #1TVSPORT

ნიკა კვეკვესკირმა შვედურ „იურგარდენთანკონფერენსლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩში მიმდნარე სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარა და გადამწყვეტი როლი ითამაშა პოზნანისლეხის“ გამარჯვებაში – პოლონეთის ჩემპიონმა 3:0 მოიგო, საუკეთესო შეფასება კი ქართველმა ლეგიონერმა დაიმსახურა.

საერთაშორისო ანალიტიკურმა საფეხბურთო ვებგვერდმა, sofascore-მა 30 წლის ქართველ ლეგიონერს 10-ბალიანი სისტემით 8,4 დაუწერა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო შეფასება აღმოჩნდა.

საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი სათადარიგო იყო, თამაშში 67-ე წუთიდან ჩაერთო და „ლეხის“ გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა – ნიკა პოლონელთა სამივე გოლში მონაწილეობდა.

პირველი გოლის დროს კვეკვესკირის წამოწყებული შეტევა პედრო რებოხომ გააგრძელა, რომლის გადაცემითაც ანგარიში ფილიპ მარჩინსკიმ გახსნა. მეორე გოლი კვეკვესკირმა თავად გაიტანა, ხოლო რამდენიმე წამში მოედნის ცენტრში შვედების შეტევა ჩაჭრა და მისი პასის შემდეგ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა მიხალ სკორაშმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:0.

ლეხმაორმატჩიან დაპირისპირებაში შვედური კლუბი 5:0 დაამარცხა (2:0, 3:0) და კონფერენსლიგის მეოთხედფინალში ითამაშებს. პოზნანელების მეტოქე პარასკევს, 17 მარტს უეფა-ში ჩატარებული წილისყრისას გაირკვევა.