კონფერენსლიგაზე „ზირასთან“ მატჩის შემდეგ „ტორპედოს“ გულშემატკივრები მთავარი მწვრთნელის გათავისუფლების მოთხოვნით კლუბის ხელმძღვანელობას დაუპირისპირდნენ [ვიდეო] #1TVSPORT
კონფერენსლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის „ტორპედო“ საკუთარ მოედანზე 0:3 დამარცხდა აზერბაიჯანულ „ზირასთან“ და გათამაშებას გამოეთიშა.
ხმაური და დაპირისპირება იყო ქუთაისის „ტორპედოს“ სტადიონზე, სადაც „ტორპედოსა“ და „ზირას“ მატჩის დროს „ტორპედოს“ ქომაგები კლუბის პრეზიდენტსა და დირექტორს მთავარი მწვრთნელის, დირკ შუსტერის პოსტიდან გათავისუფლებას სთხოვდნენ.
მატჩის შემდეგ დაპირისპირება კლუბის კაპიტან ვლადიმერ მამუჩაშვილსა და გულშემატკივრებს შორისაც მოხდა – მამუჩაშვილს რამდენიმე ქომაგმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
სტადიონთან პოლიციაა მობილიზებული.