კონფერენსლიგა | კაცნაკლული გორის „დილა“ შინ „აპოლონთან“ დამარცხდა #1TVSPORT
კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში გორის „დილამ“ ლიმასოლის „აპოლონს“ უმასპინძლა და 0:4 დამარცხდა.
კვიპროსულმა გუნდმა პირველივე ტაიმში კომფორტული უპირატესობა მოიპოვა – მე-14 წუთზე „დილას“ კარი ბრენდონ ტომასმა აიღო, ხოლო 28-ე წუთზე სტუმართა უპირატესობა გაეტან ვაისბეკმა გაზარდა.
მე-40 წუთზე „დილას“ მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა. არბიტრმა წითელი ბარათი აჩენა და მოედანი დაატოვებინა გორელების განელ თავდამსხმელს, ნანა კოფი დონკორს.
51-ე წუთზე თედო კიკაბიძემ ბურთი უკვე საკუთარ კარში ჩაჭრა, საბოლოო ანგარიში კი 88-ე წუთზე ალენ ოზბოლტმა დააფიქსირა – რეალურად, 0:4-ის შემდეგ ამ წყვილის ბედი, დიდი ალბათობით, გაირკვა.
კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩს „აპოლონი“ უმასპინძლებს – კვიპროსელები გორის „დილას“ საშინაო არენაზე 28 ივლისს დაუპირისპირდებიან.