კონფერენს ლიგა | გიორგი მაკარიძე - „ლევადია“ ძლიერი გუნდია, იმედია, მიზანს მივაღწევთ #1TVSPORT
კონფერენს ლიგა | გიორგი მაკარიძე - „ლევადია“ ძლიერი გუნდია, იმედია, მიზანს მივაღწევთ #1TVSPORT

გიორგი მაკარიძემ კომენტარი გააკეთა კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ლევადიასთან“ შეხვედრამდე – „იბერიის“ მეკარე თვლის, რომ ესტონეთის ჩემპიონი ძლიერი გუნდია და მის დასამარცხებლად თბილისელებს დიდი ბრძოლა ელით.

„რთული თამაში გვექნება. შევისწავლით მეტოქეს, მოედანზე მაქსიმუმს გავაკეთებთ, შედეგი რომ მივიღოთ. იმედი მაქვს, რომ მიზანს მივაღწევთ“, – ამბობს გიორგი მაკარიძე.

თბილისის „იბერია“ კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ესტონური „ლევადიას“ 23 ივლისს, ტალინის „ლილეკილას“ სტადიონზე 20:30 საათზე შეხვდება. განმეორებით შეხვედრას თბილისელები 29 ივლისს, 20:00 საათზე თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე უმასპინძლებენ. „იბერიის“ ორივე შეხვედრის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.