კონფერენსლიგა | „ჟალგირისის“ მწვრთნელი – „დინამომ“ ინდივიდუალურად გავჯობა, ლიეტუვაში სულ სხვა ფეხბურთი უნდა ვაჩვენოთ #1TVSPORT
„ჟალგირისის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანდრიუს სკრელამ კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო თბილისთან“ წაგებული (0:3) შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და მატჩი შეაფასა.
„ასეთ ანგარიშს ნამდვილად არ ველოდი, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით, რომ „დინამო“ კარგი ინდივიდუალისტებით იყო დაკომპლექტებული. დაველოდებით მეორე შეხვედრას, სადაც სავსე ტრიბუნები იქნება.
შეტევის ხაზის ყველა ფეხბურთელზე შემიძლია კარგი ვთქვა, ზოგადად, გუნდი დაბალანსებულად თამაშობდა, მაგრამ პრობლემები ერთი ერთზე თამაშის დროს გვექნებოდა.
საწყენია, რომ გოლები ასეთი მარტივი შეცდომების შედეგად გავუშვით, ფეხბურთელებს დაცვაში კონცენტრაცია დააკლდათ და ეს ჩანდა. ამავე დროს, „დინამოს“ მოთამაშეები ინდივიდუალურად კარგად გამოიყურებოდნენ და მათთან ორთაბრძოლებში გაგვიჭირდა.
საპასუხო მატჩში ხასიათი უნდა ვაჩვენოთ და ისე არ უნდა ვითამაშოთ, როგორც დღეს პირველ ტაიმში. სულ სხვა ფეხბურთი უნდა ვაჩენოთ, რადგან ვილნიუსში ველოდები სავსე ტრიბუნებს, სადაც ფანები გაგვამხნევებენ“.
„დინამო თბილისი“ ლიეტუვის გუნდს ვილნიუსში 30 ივლისს ესტუმრება.