კონფერენსლიგა | ჭანტურიშვილის „იაბლონეცმა“ ხორვატული „ვარაზდინი“ დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა #1TVSPORT
კონფერენსლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დავით ვოლკოვის და გიორგი პაპაუაშვილის „ზირა“ შინ ესტონური „პაიდეს“ დაუზავდა – 1:1 და რადგან პირველი შეხვედრა ბალტიისპირეთში 0:1 დათმო, გათამაშებას გაემოთიშა. ვოლკოვმა შეუცვლელად ითამაშა, პაპუნაშვილი მოედანზე 72-ე წუთზე გამოჩნდა.
ბრძოლას განარძობს ვახტანგ ჭანტურიშვილის ჩეხური „იაბლონეცი“, რომელმაც ხორვატიაში „ვარაზდინთან“ მარცხის (2:3) შემდეგ შინ 2:0 გაიმარჯვა. ქართველი შემტევი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩის მიწურულს (87-ე წუთზე) შეცვალეს.
გიორგი გაგუას და ცოტნე კაპანაძის „დუნაისკა სტრედამ“ ბოსნიურ „ველეზ მოსტარსს“ ჯერ შინ აჯობა 1:0, შემდეგ გასვლაზე 3:0 დაამარცხა. ორივე ქართველი ფეხბურთელი მოედანზე პირველივე წუთიდან იყო.
მესამე ეტაპზე გავიდა ლუკა გადრანის „ბეითარიც“ – იერუსალიმის გუნდმა სტუმრად კვიპროსულ აეკ-ს 1:0 სძლია, შინ კი 3:2 დამარცხდა. მაგრამ პენალტების სერია მოიგო. „ჯვაროსნების“ მცველს არ უთამაშია.