კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული გუნდების მეტოქეები ცნობილია #1TVSPORT

20:41, 16.06.2026

შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფა-ს ოფისში კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა და ქართული კლუბების მეტოქეები გამოვლინდნენ.

ტურნირში მონაწილე სამი ქართული გუნდიდან „დინამო თბილისი“ და „დილა“ განთესილნი იყვნენ, „ტორპედო“ კი – განუთესავი.

ზირა“ (აზერბაიჯანი) – „ტორპედო“ (ქუთაისი)

მონდორფი“ (ლუქსემბურგი) – „დინამო თბილისი“

„დილა“ (გორი) – „ვირტუსი“ (სან მარინო)

„დინამო“ და „ტორპედო“ პირველ მატჩებს სტუმრად ჩაატარებენ, „დილა“ კი საკუთარ მოედანზე ითამაშებს.

2026/27 წლების კონფერენციის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩები 9 და 16 ივლისს გაიმართება.

მსგავსი