კონფერენს ლიგის მეორე ეტაპი | „სპაერი“ ვენის „აუსტრიასთან“ დამარცხდა #1TVSPORT
კონფერენს ლიგის მეორე ეტაპი | „სპაერი“ ვენის „აუსტრიასთან“ დამარცხდა #1TVSPORT

კონფერენს ლიგის მეორე ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ევროტურნირის დებიუტანტმა, „სპაერმა“ ვენის „აუსტრიას“ უმასპინძლა და ბევრად გამოცდილ მეტოქესთან ისევ დამარცხდა – 0:5.

ვენაში მოგებული შეხვედრის (2:0) შემდეგ ავსტრიული გუნდი კიდევ უფრო დამაჯერებლად გამოიყურებოდა და პირველი ტაიმის ბოლოს სამბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა: სტუმრებიდან თავი ტიმ პლავოტიჩმა (40), დომინიკ ფიცმა (43) და მორის მელოუნმა (45+2 – პენალტი) გამოიჩინეს.

მეორე ტაიმში სტუმრების უპირატესობა მორის მელონმა დუბლით (55) და იოჰანეს ეგეშტაინმა (72) კიდევ უფრო გაზარდეს და ქართული გუნდი გათამაშებას პირველივე ეტაპზე გამოეთიშა.