კონფერენს ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპი | ქუთაისის „ტორპედო“ „ომონიასთან“ მინიმალური ანგარიშით დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

კონფერენს ლიგის მეორე შესარჩევ ეტაპზე ქუთაისის „ტორპედო“ ნიქოზიაში „ომონიას“ ესტუმრა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა – 0:1.

კვიპროსელებმა უპირატესობა პირველივე წუთიდან მოიპოვეს და რეალური საგოლე მომენტები შექმნეს. მე-20 წუთზე, ქუთაისელების შეცდომის შემდეგ „ომონიამ“ სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყო, რომელიც „მანჩესტერ სიტისა“ და „ინტერის“ ყოფილმა ფორვარდმა, სტევან იოვეტიჩმა დააგვირგვინა.

„ტორპედომ“ პირველი რეალური საგოლე შანსი 26-ე წუთზე შექმნა – კუთხურის გათამაშების შემდეგ საჯარიმოს სიახლოვიდან ლადო მამუჩაშვილმა ძლიერად დაარტყა და „ომონია“ მეკარე ლუის ფაბიანომ გადაარჩინა.

შესვენების შემდეგ უპირატესობას კვლავ „ომონია“ ფლობდა და ანგარიშის გაზრდას ცდილობდა, მაგრამ ქუთაისელების მეკარე ოთო გოშაძე საიმედოდ თამაშობდა. „ტორპედომაც“ მოახერხა თამაშის გამწვავება, თუმცა მათ მცდელობას შედეგი არ მოუტანია. საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა.

საპასუხო შეხვედრა 31 ივლისს გაიმართება. ქუთაისის „ტორპედო“ ნიქოზიას „ომონიას“ „რამაზ შენგელია არენაზე“ უმასპინძლებს.