კონფერენს ლიგა | „ტორპედომ“ „ომონიასთან“ შინაც წააგო - ქართული კლუბებისთვის ევროსეზონი დასრულდა #1TVSPORT
კონფერენს ლიგა | „ტორპედომ“ „ომონიასთან“ შინაც წააგო - ქართული კლუბებისთვის ევროსეზონი დასრულდა #1TVSPORT

კონფერენს ლიგაზე დღეს სამმა ქართულმა კლუბმა ითამაშა – „სპაერმა“, გორის „დილამ“ და ქუთაისის „ტორპედომ“. ყველაზე გვიან იმერეთში გამართული მატჩი დასრულდა, რომლის მსვლელობისასვე გამოიკვეთა არასასურველი სურათი – ვერცერთი ქართული კლუბი მომდევნო ეტაპზე ვერ გავიდოდა.

„ტორპედომ“ კვიპროსში „ომონიასთან“ პირველი მატჩი გასვლაზე 0:1 წააგო, შინ კი 0:4 დათმო.

„რამაზ შენგელია არენაზე“ მასპინძლებმა დიდი ძალებით შეუტიეს, მაგრამ 30-ე წუთზე დაცვის უხეში შეცდომის შედეგად ბურთი გაუშვეს – ანგარიში მონტენეგროელმა ვეტერანმა, სტევან იოვეტიჩმა გახსნა.

მეორე ტაიმში კვიპროსელებმა სხვაობა კიდევ უფრო გაზარდეს. ვილი სემედომ დუბლი (47, 78) შეასრულა, იგივე 63-ე წუთზე სტევან იოვეტიჩმა გაიმეორა – „მანჩესტერ სიტის“, „ინტერის“ და „სევილიის“ ყოფილმა თავდამსხმელმა ორივე შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა.

ქუთაისის „ტორპედო“ ორი მატჩის ჯამში 0:5 (0:1, 0:4) დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა, ხოლო ქართული გუნდებისთვის ევროსეზონი ნაადრევად დასრულდა.