კონფერენს ლიგა | კრისტალ პალასმა საერთაშორისო ასპარეზზე პირველი ტიტული მოიპოვა #1TVSPORT
კონფერენს ლიგა | კრისტალ პალასმა საერთაშორისო ასპარეზზე პირველი ტიტული მოიპოვა #1TVSPORT

„კრისტალ პალასმა“ კონფერენს ლიგის ფინალში ესპანური „რაიო ვალეკანო“ დაამარცხა და ისტორიაში პირველი ევროპული ჯილდო მოიგო.

მატჩის ბედი 51-ე წუთზე გადაწყდა, როდესაც მატეტამ მეკარის მოგერიებულს დაამატა და „პალასი“ 1:0 დააწინაურა. მატჩის დარჩენილ მონაკვეთში ინგლისელებმა მინიმალური უპირატესობა შეინარჩუნეს.

შეგახსენებთ, რომ ერთ წელიწადში 51 წლის ავსტრიელი სპეციალისტის, ოლივერ გლასნერის ხელმძღვანელობით „არწივებმა“ მოიგეს ინგლისის ასოციაციის თასი, სუპერთასი და კონფერენს ლიგაც.

რაც შეეხება „რაიო ვალეკანოს“, ეს მისთვის მეორე ევროკამპანია იყო. პირველ ჯერზე (2000/01 წლებში) მადრიდელებმა უეფა-ს თასის 1/4-ფინალამდე გააღწიეს.