გორის „დილამ“ კონფერენს ლიგაზე ლატვიის „რიგასთან“ საშინაო მატჩი ფრედ, 3:3 დაასრულა და ევროტურნირებს გამოეთიშა.
ქართულ-ლატვიური დაპირისპირების პირველი რაუნდი რიგაში ბალტიისპირელების გამარჯვებით დასრულდა 2:1, რაც გორელებს შემდეგ ეტაპზე გასვლის რეალურ შანსებს უტოვებდა.
გორელებმა მე-15 წუთზე მიზანს ჟოაო არაუჟომ დარტყმით მიაღწიეს. მაგრამ ლატვიელებმა შესვენებამდე (45+7-ე წუთზე) წონასწორობა რეჯინალდო რამირესის ზუსტად შესრულებული პენალტით აღადგინეს.
მეორე ტაიმში „დილა“ ორჯერ დაწინაურდა დეო ბასინგას (51) და ბლანკსონ ანოფის (81), გოლებით. მაგრამ ლატვიელებმა ბაბა მუსას (64) და ანტონ ჩერნომორდის (90+6) დარტყმებით ანგარიში ორივეჯერ გაათანაბრეს და საერთო ჯამში 5:4 მოიგეს (2:1, 3:3).
მომდევნო ეტაპზე „რიგა“ ითამაშებს.