კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავა რადიომაუწყებლების წარმომადგენლებს შეხვდა
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავა რადიომაუწყებლების წარმომადგენლებს შეხვდა

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე, გოგა გულორდავა და კომისიის წევრი, ივანე მახარაძე რადიომაუწყებლების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრა მიზნად ბაზარზე არსებული გამოწვევებისა და პრობლემების განხილვას ემსახურებოდა.

„კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ რადიომაუწყებლების წარმომადგენლებს მიმდინარე აქტუალური თემების შესახებ კომისიის მიდგომები და პოზიციები გააცნო. გოგა გულორდავამ აღნიშნა, რომ კომისიისთვის მნიშვნელოვანია რადიოებთან მჭიდრო თანამშრომლობა, იმისთვის, რომ მათ საჭიროებებს დეტალურად გაეცნოს. მისივე თქმით, მსგავსი ფორმატები, რადიო ბაზართან ერთად, რადიომსმენელების ინტერესებზე პოზიტიურად აისახება.

შეხვედრის ფარგლებში, რადიომაუწყებლების წარმომადგენლებმა მათთვის აქტუალურ თემებზე, მათ შორის, სარეკლამო ბაზრისა და საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ ისაუბრეს. კომისიის თავმჯდომარემ რადიოებს წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით,კომუნიკაციების კომისიის მხრიდან, საკონსულტაციო რეჟიმში ჩართულობის მზაობა, კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

რადიომაუწყებლებთან აღნიშნული სამუშაო შეხვედრა კომუნიკაციების კომისიის ინიციატივით გაიმართა. შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი პირველი შეხვედრა კომისიის თავმჯდომარემ ტელემაუწყებლებთან გამართა, რომლის ფარგლებშიც, ტელემაუწყებლების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ მედიაგარემოში არსებული აქტუალური საკითხები განეხილათ და კითხვებზე პასუხები თავმჯდომარისგან მიეღოთ“, – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის გავრცელებულ ინფორმაციაში.