კომუნიკაციების კომისიამ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას მედიაწიგნიერების განვითარების პრაქტიკა გაუზიარა
კომუნიკაციების კომისიამ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას მედიაწიგნიერების განვითარების პრაქტიკა გაუზიარა

კომუნიკაციების კომისიამ, მედიაწიგნიერების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობისა და ადგილობრივი პრაქტიკის გაზიარების მიზნით, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას ComCom-ის წევრი ნათია კუკულაძე, მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი მარიამ დახუნდარიძე და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი ნინო გრძელიშვილი გაუძღვნენ და სტუმრებს ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარების მიმართულებით განხორციელებული პროექტებისა და მიღწეული შედეგების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

„ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ComCom-ის მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების პროექტმა და, ასევე, კომისიის სხვა პროექტების მეშვეობით, ქვეყანაში მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლების კუთხით მიღწეულმა შედეგებმა დაიმსახურეს. გარდა ამისა, შეხვედრაზე განხილული იყო მედიაწიგნიერების მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობა, კერძოდ, UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების კვირეული, რომელსაც კომუნიკაციების კომისია ყოველწლიურად უერთდება და მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისa და მშობლებისთვის მრავალფეროვან აქტივობებს ატარებს.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან შეხვედრას მედიისა და საჯარო დიპლომატიის დეპარტამენტის, ასევე, ორმხრივი ურთიერთობებისა და მოსაზღვრე ქვეყნების სამმართველოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიისთვის კოლეგა ორგანოებთან, სექტორის წარმომადგენელ ორგანიზაციებთან თუ დაინტერესებულ მხარეებთან გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით თანამშრომლობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია“,- აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციაში.