კომუნიკაციების კომისიამ საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მედიამონიტორინგი დაიწყო
კომუნიკაციების კომისიამ საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მედიამონიტორინგი დაიწყო

კომუნიკაციების კომისიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, 24-საათიან რეჟიმში 50-მდე სამაუწყებლო არხს დააკვირდება. მედიამონიტორინგი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება. ინფორმაციას კომუნიკაციების ეროვნული კომისია აქვეყნებს.

„კომუნიკაციების კომისია მონიტორინგის ანგარიშებს პერიოდულად გამოაქვეყნებს, რომლის ფარგლებშიც, საზოგადოებას რაოდენობრივთან ერთად, თვისებრივი კვლევის შედეგებს წარუდგენს. მონიტორინგის პროცესში 30-მდე მონიტორი წინასაარჩევნო რეკლამას, წინასაარჩევნო დებატებს, ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებს, ასევე, წინასაარჩევნო აგიტაციას და საზოგადოებრივი აზრის კვლევებს დააკვირდება. მონიტორინგს დაექვემდებარება ყველა საერთო მაუწყებელი, მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია, ასევე, ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული გაზეთებიც. მედიამონიტორინგი კენჭისყრის დღის ჩათვლით განხორციელდება, რომლის შესახებ ანგარიშებს კომუნიკაციების კომისია საჯაროდ გამოაქვეყნებს“, – ნათქვამია კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.