კომუნიკაციების კომისიამ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მედიაგარემოს შესახებ ლექცია ჩაატარა
კომუნიკაციების კომისიამ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მედიაგარემოს შესახებ ლექცია ჩაატარა

კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ივანე მახარაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია „მედია გარემო და მედიის რეგულირება“ ჩაატარა, რომელიც მიზნად ისახავდა სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას.

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, ლექციის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორია საქართველოში არსებული მედიაგარემო და ქვეყნის მედიაპოლიტიკა; რა მიმართულებებს არეგულირებს ქართული კანონმდებლობა; ასევე, რა არის საჭირო ტელე და რადიომაუწყებლობის დასაწყებად; რა გამოწვევების წინაშე დგას ქართული მედია და ამასთან ერთად, რა როლი აქვს კომუნიკაციების კომისიას მედიის განვითარებაში.

მედიისა და სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ ComCom-ის საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს ოთხ უნივერსიტეტში უკვე ჩატარდა და მომავალში სხვა უნივერსიტეტებშიც გაგრძელდება.