კომუნიკაციების კომისიამ „მედია-კავშირი ობიექტივი“ 3132 ლარით დააჯარიმა
კომუნიკაციების კომისიამ „მედია-კავშირი ობიექტივი“ 3132 ლარით დააჯარიმა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივი“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო, 3132 ლარით დააჯარიმა.

როგორც კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივი“ საკუთარ ეთერში „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკურ რეკლამას არასაარჩევო პერიოდში ათავსებდა.

„გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, იდენტური დარღვევისთვის „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტის“ მიმართ კომისიას გამოყენებული აქვს წერილობითი გაფრთხილება, კომპანიას „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის განმეორებით დარღვევისთვის ფულადი ჯარიმა დაეკისრა და პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ სარეკლამო რგოლის სამაუწყებლო ბადიდან დაუყოვნებლივ ამოღება დაევალა“, – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციაში.