კომუნიკაციების კომისია - წინასაარჩევნო პერიოდში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი შვიდმა მაუწყებელმა დაარღვია და ეთერში დებატები არ განათავსა
კომუნიკაციების კომისია - წინასაარჩევნო პერიოდში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი შვიდმა მაუწყებელმა დაარღვია და ეთერში დებატები არ განათავსა

კომუნიკაციების კომისიის მიერ ჩატარებულმა წინასაარჩევნო მედიამონიტორინგმა აჩვენა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი შვიდმა არხმა დაარღვია და ეთერში წინასაარჩევნო დებატები არ განათავსა.

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტი შემდეგმა მაუწყებლებმა დაარღვიეს: „ტელეიმედი“, „სტუდია მაესტრო“, „პოსტივი“, „ტელერადიოკომპანია ატვ-12“, „ტელეკომპანია თანამგზავრი“, „ტელერადიოკომპანია ტვ 24“ და „სილქ მედია“.

კომუნიკაციების კომისიაში აცხადებენ, რომ მაუწყებლები ვალდებული არიან, მაყურებელს საარჩევნო სუბიექტების დებატები შესთავაზონ და მისცენ შესაძლებლობა, ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ.

„კომუნიკაციების კომისიამ „ტელეიმედი“, „სტუდია მაესტრო, „პოსტივი“, „ტელერადიო კომპანია ატვ-12“, „ტელეკომპანია თანამგზავრი“ და „ტელერადიო კომპანია ტვ 24“ წერილობით გააფრთხილა, ვინაიდან აღნიშნული არხების მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი დარღვევისთვის სანქცია არ გამოყენებულა, ხოლო „სილქ მედია“ სამართალდამრღვევად ცნო და სანქციისგან გაათავისუფლა“, – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.