კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „სტერეო+“ არამართლზომიერად განთავსებული ფილმების გამო გააფრთხილა
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „სტერეო+“ არამართლზომიერად განთავსებული ფილმების გამო გააფრთხილა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „სტერეო+“, რომელმაც სამაუწყებლო ბადეში არასახელმწიფო ენაზე დუბლირებული დასავლური წარმოების ფილმები განათავსა, წერილობით გააფრთხილა.

ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომისიის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ შპს „სტერეო+“-მა ეთერში ფილმები „სტუდენტი გოგონა გამოძახებით“, „უკანასკნელი ჯალათი“ და სერიალი „ბანდიტური პეტერბურგი“ საქართველოს სახელმწიფო ენაზე დუბლირებისა და ასევე, აღნიშნული პროდუქციის მართლზომიერი ჩვენების უფლების გარეშე განათავსა.

„გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის არც ერთი სახე გამოყენებული არ ყოფილა, კომისიამ შპს „სტერეო+“ წერილობით გააფრთხილა“,- აღნიშნულია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.