კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგი დაიწყო
კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგი დაიწყო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს, 2018 წლის 29 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგი დაიწყო.

კომისია 24 საათიან რეჟიმში, 40-ზე მეტ ტელეარხსა და 40-მდე რადიო მაუწყებელთან ერთად, ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ გაზეთებსაც გაუწევს  2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგს.

მონიტორინგს ექვემდებარება ყველა საერთო მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია. ინფორმაციას კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს.

მედიამონიტორინგს კომისიაში დასაქმებულ პირებთან ერთად, კომისიის მიერ სპეციალურად შერჩეული მონიტორები განახორციელებენ.

მედიას სულ 29 მონიტორი დააკვირდება.  კომისიის დაკვირვების საგანს წინასაარჩევნო რეკლამა, წინასაარჩევნო დებატები, ახალი ამბები და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები, ასევე, წინასაარჩევნო აგიტაცია და საზოგადოებრივი აზრის კვლევები/გამოკითხვები წარმოადგენს.