კომუნიკაციების ეროვნული კომისია მედიაწიგნიერების პროექტს იწყებს
კომუნიკაციების ეროვნული კომისია მედიაწიგნიერების პროექტს იწყებს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია იწყებს მედიაწიგნიერების პროექტს, – ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს.

უწყების ცნობით, მედიაწიგნიერების ხელშეწყობისა და განვითარების თემაზე, კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური 3 მაისს „ქორთიარდ მარიოტში” ბრიფინგს გამართავს, რომლის დასრულების შემდეგ ამერიკელი მედიაექსპერტი, Long Island University-ის პროფესორი, მიჩ სემელი ქართველი ჟურნალისტებისთვის ორდღიან მასტერ კლასს დაიწყებს.

მიჩ სემელი წლების მანძილზე ისეთ გავლენიან მედიასაშუალებებს ხელმძღვანელობდა, როგორებიც არის CNN-ი, CBS, Public Broadcasting Service და ა შ.

ამერიკელი ექსპერტი საქართველოში კომისიის მოწვევით ჩამოვიდა, რომელიც მასტერკლასს მედიის წარმომადგენლებისთვის 3 და 4 მაისს ჩაატარებს.