კომუნალური გადასახადების ქვითარში აბონენტის რეგისტრაციის შეცვლა დღეიდან იუსტიციის სახლშია შესაძლებელი
კომუნალური გადასახადების ქვითარში აბონენტის რეგისტრაციის შეცვლა დღეიდან იუსტიციის სახლშია შესაძლებელი

კომუნალური გადასახადების ქვითარში აბონენტის რეგისტრაციის შეცვლა დღეიდან იუსტიციის სახლში იქნება შესაძლებელი.

როგორც იუსტიციის სახლში აცხადებენ, ახალი სერვისის შეთავაზება მოქალაქეებისთვის იუსტიციის სახლისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თანამშრომლობის შედეგად გახდა შესაძლებელი. პროგრამა, რომელიც სერვისის განხორციელებას უზრუნველყოფს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მიერ შეიქმნა. პროგრამის მეშვეობით, შესაძლებელი იქნება მომხმარებლის განაცხადის მიღება, ასევე მონაცემების ელექტრონულ მიმოცვლა იუსტიციის სახლსა და კომპანიებს შორის.

პირველ ეტაპზე პროექტში შვიდი ყველაზე მსხვილი კომპანია ჩაერთო: „თელასი“, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, „ყაზტრანსგაზ-თბილისი“, „ენერგო-პრო ჯორჯია“, „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“, „სოკარ ჯორჯია გაზი“ და „საქორგგაზი“.