კომპიუტერული თამაშის „ფორთნაითი“ მსოფლიო ჩემპიონატში ორმა მოზარდმა 2,4 მილიონი დოლარი მოიგო
კომპიუტერული თამაშის „ფორთნაითი“ მსოფლიო ჩემპიონატში ორმა მოზარდმა 2,4 მილიონი დოლარი მოიგო

მსოფლიოში პოპულარული კომპიუტერული თამაშის „ფორთნაითი“ (Fortnite) მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულები წყვილებში ნორვეგიელი და ავსტრიელი მოზარდები გახდნენ. მათ საერთო ჯამში 2,4 მილიონი ამერიკული დოლარი მოიგეს.

მეორე ადგილზე კი ბრიტანელი ჯეიდან აშმანი და დანიელი დეივ იანგი აღმოჩნდნენ. თითოეული მათგანი პრიზის სახით ერთ მილიონ დოლარზე მეტს მიიღებს.

„ფორთნაითის“ მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად საკვალიფიკაციო ეტაპი 40-მა მილიონმა ადამიანმა გაიარა.

ფინალურ ეტაპზე 50 წყვილი და 100 სოლო მოთამაშე მოხვდა.

ამჟამად ჩემპიონატი გრძელდება და დღეს საღამოს გამოვლინდება გამარჯვებული სოლო მოთამაშე, რომელიც ჩემპიონის ტიტულთან ერთად 3 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.

სულ მსოფლიო ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 30 მილიონი დოლარია.

კომპიუტერულ ასპარეზობას ნიუ იორკი მასპინძლობს.