კომპანიის ინფორმაციით, საქასრიას ავტომაგისტრალზე დასაქმებული ჩინეთის შვიდი მოქალაქე ბორითის ობიექტზე იზოლირებული იქნება
კომპანიის ინფორმაციით, საქასრიას ავტომაგისტრალზე დასაქმებული ჩინეთის შვიდი მოქალაქე ბორითის ობიექტზე იზოლირებული იქნება

ხარაგაულში, სოფელ საქასრიას ავტომაგისტრალის სამშენებლო ობიექტზე შეყვანილი ჩინეთის შვიდი მოქალაქე სხვა ობიექტზე გადაიყვანეს. ადგილზე დასაქმებული ქართველების პროტესტის შემდეგ, კომპანიამ სიტუაციის განმუხტვის მიზნით, ჩინეთის მოქალაქეების ბორითში გადაიყვანა გადაწყვიტა.

ჩინეთის გზებისა და ხიდების კომპანიის კოორდინატორის, გოჩა კოპაძის თქმით, ქართველებმა იცოდნენ, რომ ჩინეთიდან ჩამოსულები ობიექტზე ერთი დღით იყვნენ და სამედიცინო შემოწმებაც გავლილი ჰქონდათ, თუმცა მუშაობაზე უარი მაინც თქვეს. მისი თქმით, ახლად ჩამოსულები შემოწმებული არიან და კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აქვთ. მათ ორკვირიანი იზოლაცია ჩინეთშიც გაიარეს და უსაფრთხოების მიზნით საქართველოშიც იზოლირებული იქნებიან.

გოჩა კოპაძე არ ადასტურებს ინფორმაციას მოქალაქეების გასაიდუმლოებული რეისით ჩამოყვანის თაობაზე. მისი თქმით, ჩინეთის შვიდმა მოქალაქემ სამი ქვეყანა სხვა მოქალაქეებთან ერთად გაიარა და საქართველოში თურქეთიდან შემოვიდა. საქასრიადან გაყვანილი ჩინეთის მოქალაქეები ბორითის ობიექტზე იზოლირებული იქნებიან და ამის შემდეგ დაბრუნდებიან სამუშაოზე.