კომპანიების წარმომადგენლებმა M2 კატეგორიის ავტობუსების გადაადგილებასთან დაკავშირებული ნებართვისთვის თბილისის მერიას უნდა მიმართონ
კომპანიების წარმომადგენლებმა M2 კატეგორიის ავტობუსების გადაადგილებასთან დაკავშირებული ნებართვისთვის თბილისის მერიას უნდა მიმართონ

იმ კომპანიების წარმომადგენლებმა, რომელთაც სურთ, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომლებს მომსახურება გაუწიონ და თბილისის მასშტაბით მათი სპეციალური რეგულარული გადაყვანა უზრუნველყონ, განცხადებით დედაქალაქის მერიას უნდა მიმართონ, – ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, შესაბამისი ნებართვა თბილისის მერიისგან კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და აღკვეთის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, M2 კატეგორიის ავტობუსების გადაადგილებასთან დაკავშირებით გაიცემა. ამასთან, აღნიშნულმა კომპანიამ მგზავრთა ყოველი გადაყვანის განხორციელებამდე არაუმეტეს 10 საათით ადრე, სატრანსპორტო საშუალების დეზინფექცია უნდა უზრუნველყოს.

„მომსახურებისა და სპეციალური რეგულარული გადაყვანის ნებართვა განცხადებას დართული მარშრუტების შესაბამისად, სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციასთან დაკავშირებულ, ასევე, ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებასთან დაკავშირებული კომპანიების წარმომადგენლებს მიეცემათ.

თბილისის მერიისგან გადაადგილების ნებართვას, ასევე, სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციასთან დაკავშირებული კომპანიების, საქონლის/პროდუქტის საცალო/საბითუმო მიწოდება/რეალიზაციის განმახორციელებელი ის კომპანიები მიიღებენ, რომლებშიც საცალო მიწოდება/რეალიზაცია ხორციელდება ადგილზე მიტანის მომსახურებით, ხოლო საბითუმო მიწოდება/რეალიზაცია ხორციელდება ადგილზე მიტანის მომსახურებით ან ადგილიდან გატანით მომხმარებლის სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის გარეშე; ნებართვის მისაღებად, მუნიციპალიტეტის მერიას პრესის ჯიხურების მომარაგებასთან დაკავშირებულმა კომპანიებმაც უნდა მიმართონ“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

მათივე ცნობით, აღნიშნული საქმიანობების განხორციელების მიზნით, საჭირო პერსონალის M2 კატეგორიის ავტობუსით გადაყვანასთან დაკავშირებით, კომპანიებმა დოკუმენტაცია თბილისის მერიის შესაბამის სამსახურში უნდა წარადგინონ.

დატოვე კომენტარი