კომპანია „თელმიკო“ - ენერგეტიკულ ბაზარზე ცვლილება მოსახლეობას არანაირ სირთულეს არ შეუქმნის
კომპანია „თელმიკო“ - ენერგეტიკულ ბაზარზე ცვლილება მოსახლეობას არანაირ სირთულეს არ შეუქმნის

პირველი ივლისიდან თბილისის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას განახორციელებს თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია „თელმიკო“.

აღნიშნული კომპანია აბონენტებს „თელასის“ ნაცვლად მოემსახურება.

„თელასის“ ყველა მომხმარებელი, ავტომატურად ხდება „თელმიკოს“ აბონენტი. ელექტრომიმწოდებელი კომპანიის ცვლილება განპირობებულია ენერგოსექტორის მასშტაბური რეფორმით, რომლის ფარგლებშიც, საქართველო ენერგეტიკული ბაზრის ევროპულ მოდელზე გადადის.

„აღნიშნული ცვლილება მოსახლეობას არანაირ სირთულეს არ შეუქმნის. მოსახლეობამ, მხოლოდ უნდა გაითვალისწინოს, რომ ივლისის თვეში მომხმარებელი მიიღებს ორ ქვითარს: პირველ ივლისამდე დახარჯული ელექტროენერგიის საფასურის ქვითარს მიიღებს „თელასისგან“. პირველი ივლისის შემდეგ დახარჯული ელექტროენერგიის საფასურის ქვითარს მიიღებს „თელმიკოსგან“. შესაბამისად, მომხმარებელმა უნდა მიაქციოს ყურადღება შემდეგ გარემოებას: ივნისის დავალიანება უნდა გადაუხადოს „თელასს“, ხოლო უკვე ივლისის თვის დავალიანება დაფაროს „თელმიკოსთან“.

მნიშვნელოვანია, რომ ორივე ქვითრის ჯამური თანხა არ გადააჭარბებს ელექტროენერგიის თვიური გადასახადის სტანდარტულ მოცულობას. აღნიშნული სქემა მხოლოდ ივლისის თვეში, ანუ გარდამავალ პერიოდში მოქმედებს. შემდგომში, მომხმარებელისთვის უცვლელად რჩება ქვითრის მიწოდების სისტემა და ელექტროენერგიის საფასურის გადახდის არხებიც. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროცესი არ გამოიწვევს ელექტროენერგიის ტარიფის ცვლილებას“, – განუცხადეს საქართველოს პირველ არხს კომპანია „თელმიკოში“.

დატოვე კომენტარი