კომპანია „საქნახშირმა“ უსაფრთხოების ახალი, თანამედროვე სისტემა დანერგა
კომპანია „საქნახშირმა“ უსაფრთხოების ახალი, თანამედროვე სისტემა დანერგა

პერონალის მონიტორინგის, დეტექციისა და კავშირის ელექტრონული სისტემა ადმინისტრაციას საშუალებას აძლევს ფლობდეს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ შახტის რომელ წერტილში იმყოფებიან მეშახტეები. აგრეთვე დაინერგა შახტში მავნე და ფეთქებადსაშიში აირების კონცენტრაციის კონტროლის ავტომატური სისტემა.

ახალი სისტემის დანერგვა კომპანიას მილიონნახევარი ლარი დაუჯდა.

“იმ შემთხვევაში თუ შახტში, ჰაერის დაბინძურების ნორმა ზღვარს გადააჭარბებს, ავტომატურად გაითიშება ელექტრონული სისტემა და ადმინისტრაცია დასაქმებულებს უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანს”,-განუცხადა პირველ არხს „საქნახირის“ შრომის დაცვის და ტექნიკური უსაფრთხოების დირექტორმა დავით რობაქიძემ.