კომპანია „საქნახშირის“ ექვსი თანამშრომელი დააკავეს
კომპანია „საქნახშირის“ ექვსი თანამშრომელი დააკავეს

კომპანია „საქნახშირის“ ექვსი თანამშრომელი დააკავეს.

დაკავებულია  შახტის დირექტორი აკაკი ახვლედიანი, ასევე მთავარი ინჟინერი გიზო კირკიტაძე, მენეჯერი მამული კუბლაშვილი, უბნის უფროსი მურადი აბულაძე, მისი მოადგილე და თანაშემწე. თანამშრომელთა ნაწილი შახტის ადმინისტრაციის შენობაში, ნაწილი კი საკუთარ სახლებში დააკავეს.

მეშახტეები ამბობენ, რომ მათი მთავარი მოთხოვნა ამ დრომდე დაუკმაყოფილებელია. ისინი კომპანია „საქნახშირის“ გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის, გია ქარქაშაძის დაკავებას ითხოვენ.

მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მეშახტეები ხუთშაბათიდან აქციების დაწყებას აპირებენ.