კომპანია „როიალ ხვანჭკარაში“ აცხადებენ, რომ სოფელ ტვიშში იმდენი ყურძენი შეიძინეს, რამდენის გადამუშავების შესაძლებლობაც ჰქონდათ
კომპანია „როიალ ხვანჭკარაში“ აცხადებენ, რომ სოფელ ტვიშში იმდენი ყურძენი შეიძინეს, რამდენის გადამუშავების შესაძლებლობაც ჰქონდათ

​სოფელ ტვიშის მოსახლეობის აქციას კომპანია „როიალ ხვანჭკარა“ გამოეხმაურა. კომპანიის დირექტორის, ნიკოლოზ ჯმუხაძის თქმით, კომპანიამ ვერ შეძლო იმ რაოდენობის ყურძნის ყიდვა, რასაც მოსახლეობას დაჰპირდა.

„დაპირებული 11 ტონის ნაცვლად, ჩვენ შევიძინეთ 5-დან 7 ტონამდე ყურძენი სოფელ ტვიშში. ამის მიზეზი იყო ის, რომ დიდი რაოდენობის მოსავალი მოვიდა რაჭაში და საწარმოს ახალი 11 ტონის გადამუშავების შესაძლებლობა არ ჰქონდა. ასევე, რადგან ჩვენ უფრო მეტ თანხას ვიხდით, ვიდრე სხვა კომპანიები, საუკეთესო ხარისხის ყურძენი გვინდოდა.

მოსახლეობის მიერ მოწოდებული ყურძნის ნაწილი დასეტყვილი და დაზიანებული აღმოჩნდა, დაახლოებით 800 კგ და ეს რაოდენობა უკან დავაბრუნეთ. რაც შეეხება მოსახლეობის დაპირისპირებას, ჩვენ ვისაც შევპირდით, ყველა ოჯახისგან შევიძინეთ, თუმცა შედარებით მცირე რაოდენობით. ადგილობრივები ერთმანეთში ვერ მორიგდნენ“, – განაცხადა ჯმუხაძემ.

სოფელ ტვიშის მოსახლეობამ ყურძნის ჩაბარებისას შექმნილი პრობლემა დღეს კიდევ ერთხელ გააპროტესტა.