სოფელ ტვიშის მოსახლეობა ყურძნის ჩაბარებისას შექმნილ პრობლემას აპროტესტებს
სოფელ ტვიშის მოსახლეობა ყურძნის ჩაბარებისას შექმნილ პრობლემას აპროტესტებს

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიშში ადგილობრივებმა მორიგი აქცია გამართეს. მოსახლეობა ყურძნის ჩაბარებისას შექმნილ პრობლემას აპროტესტებს.

მათი თქმით, კომპანია „როიალ ხვანჭკარამ“ მევენახეები მოატყუა, რადგან 11 ტონა ყურძნის ჩაბარებას დაჰპირდა, საბოლოოდ კი, მხოლოდ ხუთი ტონა წაიღო. მოსახლეობა ამბობს, რომ კომპანიის მფლობელები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე არიან და პასუხისმგებლობას სწორედ მათ აკისრებენ.

ტვიშით ნაკლებად დაინტერესების მთავარ პრობლემად ადგილობრივები იმას ასახელებენ, რომ დაბალი ხარისხისა და ფასის ცოლიკაურს კომპანიები სხვა სოფლებში ყიდულობენ და ტვიშის ბრენდის ღვინოს ამზადებენ.

ტვიშში დამატებით რამდენიმე კომპანია უკვე შევიდა, რომლებიც ყურძენს ჩაიბარებენ.