კომპანია „მაგთიკომი“ - მობილურ ქსელში გარკვეული შეფერხება დაფიქსირდა, მომსახურების სრულყოფილი მიწოდება უმოკლეს დროში აღდგება
კომპანია „მაგთიკომი“ - მობილურ ქსელში გარკვეული შეფერხება დაფიქსირდა, მომსახურების სრულყოფილი მიწოდება უმოკლეს დროში აღდგება

კომპანია „მაგთიკომის“ ინფორმაციით, მობილურ ქსელში გარკვეული შეფერხება დაფიქსირდა.

მათივე ცნობით, მომსახურების სრულყოფილი მიწოდება უმოკლეს დროში აღდგება.

„მაგთიკომის“ მობილურ ქსელში დაფიქსირდა გარკვეული შეფერხება. ტექნიკური ჯგუფი აქტიურად მუშაობს შეფერხების აღმოსაფხვრელად და მომსახურების სრულყოფილი მიწოდება უმოკლეს დროში აღდგება. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.