კომპანია „კოკა-კოლა“ გლობალური მასშტაბით 2 200 სამუშაო ადგილს შეამცირებს
კომპანია „კოკა-კოლა“ გლობალური მასშტაბით 2 200 სამუშაო ადგილს შეამცირებს

კომპანია „კოკა-კოლა“ გლობალური მასშტაბით 2 200 სამუშაო ადგილს შეამცირებს. აქედან 1 200-ს აშშ-ში. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

კომპან​იაში აღნიშნავენ, რომ სამუშაო ადგილების შემცირების მიზეზი პანდემია არ ყოფილა, თუმცა აცხადებენ, რომ ჯანდაცვის გლობალურმა კრიზისმა ბიზნესის რესტრუქტურიზაცია დააჩქარებინა.

„პანდემია არ ყოფილა ამ ცვლილებების გამომწვევის მიზეზი, თუმცა გახდა კატალიზატორი კომპანიის ზრდის ტემპების დასაჩქარებლად“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

გასული წლის ბოლოს არსებული მონაცემებით, კომპანია „კოკა-კოლაში“ დასაქმებული იყო 86 200 თანამშრომელი, საიდანაც 10 400 აშშ-ში მუშაობდა.

როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, 500-მდე სამუშაო ადგილის შემცირება იგეგმება ატლანტაში, სადაც კომპანიის სათავო ოფისია განთავსებული.