კომპანია „ჯონსონ ენდ ჯონსონმა“ ევროპის წამლის სააგენტოს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ავტორიზაციის მოთხოვნით მიმართა
კომპანია „ჯონსონ ენდ ჯონსონმა“ ევროპის წამლის სააგენტოს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ავტორიზაციის მოთხოვნით მიმართა

კომპანია „ჯონსონ ენდ ჯონსონმა“ ევროპის წამლის სააგენტოს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ავტორიზაციის მოთხოვნით მიმართა.

ევროპის წამლის სააგენტოში ადასტურებენ, რომ მოთხოვნა მიიღეს და ვაქცინას, რაც შეიძლება სწრაფად შეამოწმებენ და ეს სავარაუდოდ, მარტის შუა რიცხვებში მოხდება.

ეს „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ შექმნილი უკვე მეოთხე ვაქცინაა, რომლის ეფექტიანობასაც ევროპის წამლის სააგენტო ამოწმებს. ევროკავშირისგან თანხმობა უკვე მიიღეს კომპანია „ფაიზერმა“ და „ასტრაზენეკამ“.