კომპანია „ფაიზერი“ 2021 წელს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაყიდვიდან 15 მილიარდი დოლარის შემოსავალის მიღებას ელოდება
FILE PHOTO: The Pfizer logo is pictured outside a Pfizer office amid the coronavirus disease (COVID-19) outbreak in Brussels, Belgium January 21, 2021. REUTERS/Yves Herman/File Photo GLOBAL BUSINESS WEEK AHEAD
კომპანია „ფაიზერი“ 2021 წელს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაყიდვიდან 15 მილიარდი დოლარის შემოსავალის მიღებას ელოდება.
„ფაიზერმა“ ვაქცინა გერმანულ პარტნიორ კომპანია „ბიონტექთან“ ერთად შექმნა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
31 იანვრის მონაცემებით, კომპანიამ ვაქცინის 65 მილიონი დოზა მსოფლიო ქვეყნებს და 29 მილიონი დოზა ამერიკის შეერთებულ შტატებს მიაწოდა. „ფაიზერი“ მაისის თვეში აშშ-ს მთავრობისთვის 200 მილიონი დოზა ვაქცინის მიწოდებას გეგმავს.
„ფაიზერისა“ და „ბიონტექის“ ვაქცინა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც აშშ-სა და სხვა რამდენიმე ქვეყანაში საგანგებო გამოყენებისთვის დაამტკიცეს.
კომპანიის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ წლის განმავლობაში გაყიდვების საერთო მოცულობა 59.4-61.4 მილიარდი დოლარი იქნება.
კომპანიებს ევროპის ქვეყნებში ვაქცინის მიწოდებასთან დაკავშირებით შეფერხება შეექმნათ, რაც წარმოების პროცესის ცვლილებებმა გამოიწვია. თუმცა, როგორც მოგვიანებით „ბიონტექში“ განაცხადეს, ისინი კვლავ მიწოდების ძველ ვადებს დაუბრუნდნენ.