კომპანია „ენკაში“ უარყოფენ გავრცელებულ ბრალდებას, რომ მათი კომპანია კერძო ტერიტორიაზეა შეჭრილი
კომპანია „ენკაში“ უარყოფენ გავრცელებულ ბრალდებას, რომ მათი კომპანია კერძო ტერიტორიაზეა შეჭრილი

„ნამახვანჰესის“ მშენებელი კომპანიის, ENKA Renewables-ის მთავრობასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ელენე ღუბიანური უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მათი კომპანია კერძო ტერიტორიაზეა შეჭრილი.

„იმ ბრალდებასთან დაკავშირებით, თითქოს ჩვენი კომპანია შეჭრილია კერძო ტერიტორიაზე, ძალიან ნათელია სურათია, რომელიც ასევე დასტურდება ამონაწერით საჯარო რეესტრიდან. აღნიშნული მიწის ნაკვეთი 2019 წელს კომპანიამ გამოისყიდა, მას შემდეგ, რაც გაფორმდა მთავრობასთან პროექტის განხორციელების ხელშეკრულება სააქციო საზოგადოება „ნამახვანიდან“, პროექტის განხორციელების მიზნებისათვის და მოიპოვა საკუთრების უფლება ამ საპროექტო ტერიტორიაზე. ამის შემდეგ, როდესაც კომპანია ადგილზე ჩავიდა, იდენტიფიცირებული იქნა უკვე გამოსყიდულ მიწის ნაკვეთზე მიწის მოსარგებლე. გამოკითხვა ჩავატარეთ ადგილზე და გვითხრეს კონკრეტული ოჯახი, რომელიც სარგებლობდა აღნიშნული ტერიტორიით. მივედით ამ ოჯახთან, ვაწარმოეთ მოლაპარაკება. ეს ასევე დასტურდება მოწმეთა ჩვენებით, რომელიც ნოტარიულად არის დამოწმებული, ვაწარმოებდით მოლაპარაკებას შორენა ეფრემიძესთან, რომელიც, ჩვენი ინფორმაციით, არის ქალბატონი ლალის დის შვილი. შედგა მოლაპარაკება, სარგებლობის შეწყვეტის სანაცვლოდ გადახდილი იქნა კონკრეტული კომპენსაცია.

ამის საფუძველზე, მოსარგებლემ აიღო ის ვალდებულება, რომ შეწყვეტდა აღნიშნული მიწის ნაკვეთით სარგებლობას და არ მიმდინარეობდა არანაირი წარმოებდა და დავა ამ მიწაზე; თუკი ჩვენ მიერ თანხის გადახდის შემდგომ ვინმეს პრეტენზია კიდევ გაუჩნდებოდა, ეს პასუხისმგებლობა იყო მიწის მოსარგებლეზე გადასული, ის კონკრეტული კისრულობდა პასუხისმგებლობას, რომ მოახდენდა იმ თანხის განაწილებას იმ პროპორციით, რაზეც შიგნით შეთანხმებოდნენ ოჯახში.

აღნიშნული ტერიტორიები არასოდეს საკუთრებაში არ ყოფილა რეგისტირებული არც შორენა ეფრემიძეზე, არც ლალი ეფრემიძეზე, ისინი უბრალოდ სარგებლობდნენ დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთით. ჩვენ მოლაპარაკება გვქონდა იმ ოჯახთან, რომელზეც გვითხრეს, რომ იყო მიწის მოსარგებლე, ქალბატონი ლალი მუდმივად იყო ხეობაში. კომპანიას შეეძლო, საერთოდ არ გაეცა კომპენსაცია, ვინაიდან საკუთრება კანონიერად ჰქონდა მოპოვებული, თუმცა რასაც დღევანდელი დაკვირვებით ვუყურებთ, შეიძლება, ოჯახში არსებული დავაც იყოს ერთმანეთში; არ არის გამორიცხული, ამაში კომპანია ვერ ჩაერევა და არ ჩაერევა. ცალკე ქალბატონ ლალიზე სარგებლობა დადასტურებული არ არის, არც მომიჯნავე მიწაზე, მხოლოდ ოჯახის ნაწილზეა საუბარი“, – განაცხადა ელენე ღუბიანურმა.

დატოვე კომენტარი