კომპანია „ენგადის“ თანამშრომლები ხელფასის გაზრდისა და შრომის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით აქციას მართავენ
კომპანია „ენგადის“ თანამშრომლები ხელფასის გაზრდისა და შრომის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით აქციას მართავენ

სადისტრიბუციო კომპანია „ენგადის“ თანამშრომლების გაფიცვა გრძელდება. პროტესტის მონაწილეები საწყობთან არიან შეკრებილები.

მათი მოთხოვნები უცვლელია. ისინი ხელფასების მომატებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

„მეექვსე დღეა, შპს „ენგადის“ თანამშრომლები გაფიცულები არიან. კომპანიას არ ყოფნის გონიერება, რომ დიალოგი შედგეს. ჩვენ გუშინ მივმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს, რათა გამოყოს მედიატორი. ჩვენი ინფორმაციით დღეისთვის უკვე მზადდება დოკუმენტაცია, რათა დაინიშნოს მედიატორი. ვნახოთ, სახელმწიფოს ჩართულობით საბოლოო ჯამში შესაძლებელი გახდება თუ არა მოლაპარაკება. მოთხოვნები გახლავთ ხელფასის მატება და შრომის პირობების გაუმჯობესება“, – განაცხადა რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ვიტალი გიორგაძემ.

დატოვე კომენტარი