კომპანია „ბრითიშ ეარვეისის“ მგზავრთა რეგისტრაციის სისტემაში ხარვეზის გამო, ბრიტანეთის რამდენიმე აეროპორტში რეისები გადაიდო

14:55, 07.08.2019

კომპანია „ბრითიშ ეარვეისის“ მგზავრთა რეგისტრაციის სისტემაში ხარვეზის გამო, ბრიტანეთის რამდენიმე აეროპორტში რეისები გადაიდო.

კომპანიის ინფორმაციით, ჰიტროუს აეროპორტიდან 81 რეისი გადაიდო, გეთვიკში 10, 200 რეისი კი დაგვიანებით შესრულდა.

ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ მგზავრებს საშუალება ექნებათ, ბილეთები სხვა დღეზე გადაცვალონ.

ეს ბოლო სამი წლის განმავლობაში ავიაკომპანიის კომპიუტერულ სისტემაში მომხდარი მესამე დიდი ტექნიკური ხარვეზია.

მსგავსი