კომპანია „ბორჯომის“ გაფიცული თანამშრომლები საპროტესტო აქციას მართავენ და მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
კომპანია „ბორჯომის“ გაფიცული თანამშრომლები საპროტესტო აქციას მართავენ და მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ

საპროტესტო აქციამ კომპანია „ბორჯომის“ ქარხნის მიმდებარე ტერიტორიიდან ბორჯომის ქუჩებში გადაინაცვლა.

გაფიცული თანამშრომლები საპროტესტო მსვლელობას ავტოკოლონით აწყობენ და მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

„ამ ფორმით ვაგრძელებთ პროტესტს. მსვლელობით და საყვირებით მოვიარეთ ქალაქის ქუჩები. მოვუწოდებთ ყველას მხარდაჭერისა და თანადგომისკენ. ყველა ბორჯომელისთვის ეს არის მნიშვნელოვანი. ავტომანქანების მსვლელობის შემდეგ, დავბრუნდებით ქარხანასთან და აქ უკვე ველოდებით სხვადასხვა რეგიონიდან პროფკავშირებს. ეს იქნება უფრო მასშტაბური აქცია. ამან უნდა გამოიღოს შედეგი. მოვუწოდებთ ქარხნის ადმინისტრაციას, მოლაპარაკებები პროფკავშირის შუამავლობით გააგრძელოს“, – განაცხადა ქარხნის გაფიცულმა თანამშრომელმა, ზაზა გელაშვილმა.