კომპანია „ანაგის“ დირექტორი „მთავარი არხის“ ეთერში გასულ სიუჟეტს სიცრუეს უწოდებს
კომპანია „ანაგის“ დირექტორი „მთავარი არხის“ ეთერში გასულ სიუჟეტს სიცრუეს უწოდებს

კომპანია „ანაგის“ გენერალური დირექტორის, ირაკლი გოგოლიშვილის ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში გასულ სიუჟეტს სიცრუეს უწოდებს.

როგორც ირაკლი გოგოლაშვილი აცხადებს, ობიექტთან, რომელზეც სიუჟეტში იყო საუბარი, კომპანიას საერთოდ არა აქვს შეხება და ის არის კერძო საკუთრება.

„ეს იყო მინიმუმ შეცდომა. ვერ ვიტყვი, განზრახ იყო, თუ უნებლიეთ. 24 საათის განმავლობაში მზად ვარ, ვუპასუხო ნებისმიერი ჟურნალისტის კითხვას, თუმცა ჩემთან დაკავშირების მცდელობაც კი არ ყოფილა. კომპანიის თანამშრომლებისგან იყო განმარტება, რომ ობიექტი ჩვენ არ მოგვიწყვია, თუმცა სიუჟეტში მაინც ჩვენ მოგვაკუთვნეს, რაც სამწუხაროა. ნაჩვენები ობიექტი მდებარეობს ჩვენი ობიექტის გვერდით და არის კერძო საკუთრება“, – განაცხადა ირაკლი გოგოლიშვილმა.