კომპანია Amazon-ის საბაზრო ღირებულებამ 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა
კომპანია Amazon-ის საბაზრო ღირებულებამ 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა

კომპანია Amazon-ის საბაზრო ღირებულებამ 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, 2017 წლის ოქტომბერში, კომპანიის აქციები 1000 დოლარი ღირდა, 10 თვის შემდეგ კი აქციების ფასი გაორმაგდა და 2 000 დოლარს გადააჭარბა.

მსგავსი საბაზრო ღირებულებით Amazon-ი მსოფლიოში მეორე ამერიკული კომპანია გახდა. პირველი ამერიკული კომპანია, რომლის საბაზრო ღირებულება მიმდინარე წლის 2 აგვისტოს 1 ტრილიონ დოლარს აჭარბებდა, Apple-ი იყო.

დატოვე კომენტარი