კომინიკაციების ეროვნულ კომისიაში შეხვედრა აქციის ფონზე მიმდინარეობს
კომინიკაციების ეროვნულ კომისიაში შეხვედრა აქციის ფონზე მიმდინარეობს

საკაბელო ოპერატორებსა და კომინიკაციების ეროვნული კომისიის წევრებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.

საკაბელო ოპერატორთა ოცამდე წარმომადგენელი მარეგულირებელ კომისიასთან შეხვედრას მართავს. შეხვედრა აქციის ფონზე მიმდინარეობს. შეხვედრა დახურულია და კომენტარი სავარაუდოდ მისი დასრულების შემდეგ გაკეთდება.

შეხვედრის ინიციატორი მარეგულირებელი კომისიაა. შეხვედრაზე მხარეები ქართულ არხებსა და კერძო საკაბელო ოპერატორებს შორის რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარე დავას განიხილავენ.

​40-მდე მცირე და საშუალო საკაბელო ოპერატორი საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან აქციას მართავს.

მათი მოთხოვნაა, კომისიამ საკუთარი ფუნქციები შეასრულოს და ქართულ არხებსა და საკაბელო ოპერატორებს შორის მიმდინარე დავა დაარეგულიროს, რათა არც ერთი მხარის უფლებები არ დაირღვეს.

შეგახსენებთ, რომ კომპანია “მედია რაით ჯორჯიამ” გააფრთხილა საკაბელო კომპანიები, რომ თუ არ გადაიხდიდნენ გარკვეულ საფასურს, მათ შეეზღუდებოდათ ექვსი ქართული არხის (“რუსთავი2”, “იმედი”, “მაესტრო”, “ჯიდიესი”, “კომედი არხი” და “მარაო”) ტრანზიტის უფლება. გადაწყვეტილების მისაღებად, ბოლო თარიღად პირველი დეკემბერი განისაზღვრა.