"კომერსანტი" - პუტინმა საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლოა, ანექსირებულ ყირიმში მისცეს ხმა
"კომერსანტი" - პუტინმა საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლოა, ანექსირებულ ყირიმში მისცეს ხმა

ვლადიმერ პუტინმა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლოა არა მოსკოვში, არამედ ანექსირებულ ყირიმში გახსნილ ე.წ. საარჩევნო უბანზე მისცეს ხმა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული გამოცემა „კომერსანტი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა, რომელიც არჩევნებში მონაწილეობს როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, შესაძლოა, ხმა სევასტოპოლში გახსნილ ერთ-ერთ ე.წ. საარჩევნო უბანზე მისცეს. როგორც „კომერსანტი“ იტყობინება, ხმის მისაცემად პრეზიდენტი არჩევს ისეთ რეგიონს, სადაც ამომჩეველთა აქტივობასთან დაკავშირებით შესაძლოა, პრობლემები შეიქმნას.

წინა საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინი თავის არჩევანს ყოველთვის მოსკოვის საარჩევნო უბანზე აკეთებდა.

2017 წელს საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, რუსეთის მოქალაქეებს უფრო მარტივად შეუძლიათ ხმა მისცენ იმ რაიონის საარჩევნო უბანზე, სადაც იმყოფებიან და არა რეგისტრაციის მისამართზე.
შეგახსენებთ, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 18 მარტს – ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის მეოთხე წლისთავზეა დაგეგმილი.

დატოვე კომენტარი