კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა
კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ აჭარის რეგიონში, ქედის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებულმა ერთ-ერთი შპს-ს დირექტორმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით  მეწარმეს, ხელშეკრულების გაფორმების გარეშე, კომპანიის ბალანსზე არსებული სამშენებლო ტექნიკით სარგებლობის სანაცვლოდ, უკანონოდ მოსთხოვა და გამოართვა 400 ლარი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, რაც სასჯელის სახით  4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, აღნიშნულ დანაშაულში შემჩნეული სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები ტარდება.