კომერციულ ბანკებში დეპოზიტების მოცულობა 25.34 მლრდ ლარამდე გაიზარდა, ლარიზაციის კოეფიციენტი კი, შემცირდა 
კომერციულ ბანკებში დეპოზიტების მოცულობა 25.34 მლრდ ლარამდე გაიზარდა, ლარიზაციის კოეფიციენტი კი, შემცირდა 

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2019 წლის პირველი სექტემბერსთვის 25.34 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 344.90 მლნ ლარით, ანუ 1.38 პროცენტით მეტია პირველი აგვისტოსთვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.58 პროცენტი მეტი).

ეროვნული ბანკის მონაცემებით, აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 142.50 მლნ ლარით, ანუ 1.36 პროცენტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.54 პროცენტით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 202.40 მლნ ლარით, ანუ 1.39 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 1.60 პროცეტით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი სექტემბერსთვის 36.42 პროცენტი შეადგინა. პირველი აგვისტოს მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 0.30 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0.37 პროცენტული პუნქტით).

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 5.25 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 7.45 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.89 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილი  84.91 პროცენტზე, ხოლო ევროს წილი 13.51 პროცენტზე დაფიქსირდა.

დატოვე კომენტარი