კოლუმბიის უნივერსიტეტში პალესტინის მხარდამჭერი აქცია გრძელდება
კოლუმბიის უნივერსიტეტში პალესტინის მხარდამჭერი აქცია გრძელდება

კოლუმბიის უნივერსიტეტში პალესტინის მხარდამჭერი აქცია გრძელდება. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

სტუდენტებს ადგილზე აქვთ გაშლილი კარვებიც, რის გამოც უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, რომ დაიშალონ ან წინააღმდეგ შემთხვევაში დისციპლინური ქმედებების წინაშე დადგებიან.

უკვე რამდენიმე კვირაა, რაც კოლუმბიის უნივერსიტეტში სტუდენტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ისინი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას, მათი უნივერსიტეტის მიერ ისრაელთან ფინანსური ტრანზაქციების შეწყვეტას და საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო დასჯილი სტუდენტებისა და ლექტორების ამნისტიას ითხოვენ.