კოლუმბიის თავდაცვის მინისტრმა იზოლატორში დაკავებულის გარდაცვალების გამო პოლიციის სახელით ბოდიში მოიხადა
კოლუმბიის თავდაცვის მინისტრმა იზოლატორში დაკავებულის გარდაცვალების გამო პოლიციის სახელით ბოდიში მოიხადა

კოლუმბიის თავდაცვის მინისტრმა დაკავების იზოლატორში მამაკაცის გარდაცვალების გამო პოლიციის სახელით ბოდიში მოიხადა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

სამართალდამცველების მეირ დაკავებული 46 წლის ხავიერ ორდონესის გარდაცვალებას ბოგოტასა და მის მახლობლად საპროტესტო გამოსვლები და არეულობა მოჰყვა. პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებებისას 13 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაშავდა.

დემონსტრაციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, თუ როგორ იყენებენ დაკავებულის წინააღმდეგ პოლიციელები ელექტროშოკერს. მამაკაცი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ორდონესი კორონავირუსის გამო დაწესებული წესების დარღვევისთვის დააკავეს, როდესაც ის ქუჩაში მეგობრებთან ერთად ალკოჰოლურ სასმელს სვამდა სოციალური დისტანციის დარღვევით.

„ეროვნული პოლიცია ბოდიშს იხდის ინსტიტუტის ნებისმიერ წევრის მიერ კანონის დარღვევისთვის ან რეგულაციების უგულებელყოფისთვის“, – განაცხადა კოლუმბიის თავდაცვის მინისტრმა, კარლოს ოლმეს ტრუხილიომ ვიდეომიმარვააში.

აღსანიშნავია, რომ კოლუმბიაში პოლიცია თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

ორდონესის საქმესთან დაკავშირებით პოლიციის შვიდ ოფიცერს უფლებამოსილება შეუჩერდა. ორს კი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში წაუყენებენ ბრალს.