კოლუმბიის თავდაცვის მინისტრი „კოვიდ-19-ით“ გამოწვეული პნევმონიით გარდაიცვალა
კოლუმბიის თავდაცვის მინისტრი „კოვიდ-19-ით“ გამოწვეული პნევმონიით გარდაიცვალა

კოლუმბიის თავდაცვის მინისტრი კარლოს ოლმეს ტრუხილიო „კოვიდ-19-ით“ გამოწვეული ვირუსული პნევმონიით გარდაიცვალა.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, თავდაცვის მინისტრის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია კოლუმბიის მთავრობამ გაავრცელა.

69 წლის ტრუხილიოს კორონავირუსით ინფიცირების შესახებ მიმდინარე თვის დასაწყისში გახდა ცნობილი. ის ბოგოტაში, სამხედრო ჰოსპიტალის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იყო მოთავსებული.

თავდაცვის მინისტრად დანიშვნამდე, კარლოს ოლმეს ტრუხილიო საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა. ასევე, იკავებდა ქალაქ კალის მერის, შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრის თანამდებობებს, იყო კოლუმბიის ეროვნული ასამბლეის წევრი.

კოლუმბიაში რეგისტრირებულია კორონავირუსით ინფიცირების 2 მილიონზე მეტი და გარდაცვალების 52 ათასამდე შემთხვევა.