კოლუმბიის პრეზიდენტმა ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს უბრძანა, არ გაუზიარონ აშშ-ს სადაზვერვო ინფორმაცია, ვიდრე ვაშინგტონი კარიბის ზღვაში ნავებზე თავდასხმას არ შეწყვეტს
კოლუმბიამ აშშ-ს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება შეუჩერა.
კოლუმბიის პრეზიდენტმა, გუსტავო პეტრომ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს უბრძანა, არ გაუზიარონ აშშ-ს სადაზვერვო ინფორმაცია, ვიდრე ვაშინგტონი კარიბის ზღვაში ნავებზე თავდასხმას არ შეწყვეტს.
„ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა კარიბის ზღვის აუზის ხალხების ადამიანის უფლებებს უნდა დაექვემდებაროს“, – თქვა პეტრომ.